მარნეულის მერია 2022 წელს ბანერების მონტაჟსა და დემონტაჟში 12 220 ლარის გადახდას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების მონტაჟისა და დემონტაჟისათვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში ბანერების მონტაჟისა და დემონტაჟის შესყიდვას მარნეულის მერია 12 220 ლარად გეგმავს.

"შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მონტაჟი–დემონტაჟით) უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით, ხელშკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ განხორციელებული ყოველი კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24/48 საათის განმავლობაში.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს არანაკლებ 4 (ოთხი) ბანერის მიწოდების (თანმდევი მომსახურება – მონტაჟი– დემონტაჟი) შესაძლებლობა".
- აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

რადიო "მარნეულს" მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ აღნიშნული სახის ტენდერი ყოველწლიურად ცხადდეება, რათა მერიამ სხვადასხვა დღესასწაულების მისალოცი ბანერები განათავსოს. 

მარნეულის მერიამ ბანერების მონტაჟისა და დემონტაჟის შესყიდვის ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 24-დან 26 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები