ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში 11 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, 5 651 428 ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2021 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის 5 651 428 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯამში 11 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ქვაფენილის, ასფალტისა და ბეტონის გზები 14 ლოკაციაზე გაკეთდა. 2021 წელს, ასფალტის საფარი სოფლებში: ბალიჭი, რატევანი, რაჭისუბანი, ნახიდური დაიგო, რისთვისაც 1 616 736 ლარი დაიხარჯა. 1 989 744 ლარის ღირებულების ბეტონის გზა კი ტალავერში, ქვემო ბოლნისში, მუშევანსა და ძველ ქვეშში კეთილმოეწყო.

გასულ წელს 2 135 გრძივი მეტრის მოცულობის ქვაფენილის გზა ქალაქ ბოლნისში, ცურტაველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გაკეთდა. აღნიშნული პროექტები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 2 031 063 ლარი შეადგინა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები