მარნეულში კორონავირუსის შემთხვევება იმატა - ერთი კვირის სტატისტიკა
საქართველოში კორონავურუსის შემთხვევებმა იმატა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 7 521 ადამიანი დაინფიცირდა. მარნეულის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო ,,მარნეულს" განუცხადეს, რომ
მუნიციპალიტეტში, ერთ კვირის განმავლობაში, 50 დადებითი შემთხვევა
გამოვლინდა.
,, შემთხვევებმა მოიმატა, დღის განმავლობაში დაახლოებით
10-12 დადებითი შემთხვევა გვაქვს, თუმცა გუშინ , 17 იანვარს , ერთ
დღეში, 22 კოვიდ დადებითი ადამიანი გვყავდა. ჩვენი ცენტრის მიერ,
კონტროლზე აყვანილი პაციენტების გარდაცვალება ბოლო ერთ კვირაში არ
ყოფილა".- გვითხრეს ჯანდაცვაში
საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მარნეულში ვაქცინაციის
მსურველთა რაოდენობა კვლავ ბევრია და 10 იანვდიდან დღემდე, სულ
ვაქცინა 2 182-მა ადამიანმა გაიკეთა.