შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურაც
09:54 / 19.01.2022
შავ ზღვაზე 16-17 იანვარს დაფიქსირეულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და
განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შტორმმა
განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია
პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი
ბილიკები.
სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მიყენებულ ზრალს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და
ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.
"შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური
სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ
ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, - აღნიშნა
გუგუჩიამ.
შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი.