შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურაც
შავ ზღვაზე 16-17 იანვარს დაფიქსირეულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები.


სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მიყენებულ ზრალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.


"შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ,
- აღნიშნა გუგუჩიამ.


შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი.


წყარო: radioatinati.ge
Print