ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე დავიდ სასოლის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, რობერტა მეცოლა შეცვლის. მალტელი ევროპარლამენტარის, მეცოლას კანდიდატურას მხარი 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის წევრი 2013 წლიდანაა, 2020 წლიდან კი მას პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print