იენს სტოლტენბერგი ნატოს წევრებსა და რუსეთს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე იწვევს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრებსა და რუსეთს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე იწვევს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მას სურს რუსეთთან მოლაპარაკებები სამხედრო წვრთნებთან, შეიარაღების კონტროლთან, განიარაღებასთან და ბირთვულ გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით გამართოს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტის თავიდან არიდებაა, თუმცა ალიანსი საკუთარ პრინციპებზე უარის თქმასა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები