მედია - ჟენევაში ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღევანდელი სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში პირისპირ შეხვდებიან. ამის შესახებ მედია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, ბლინკენი და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში მას შემდეგ შეხვდებიან, რაც სახელმწიფო მდივანი უკრაინასა და გერმანიაში შეხვედრებს გამართავს.

ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული შეხვედრა მიმართული იქნება დიპლომატიური ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში 21 იანვარს გაიმართება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print