რა შეიცვალა კოვიდით ინფიცირებული და მათი კონტაქტების იზოლაციის წესში
17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით;
  • სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი;
  • იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება;
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:
  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით;
  • სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში;
  • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც. არ ექვემდებარება იზოლაციას, თუმცა, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში:
  • ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში;
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში;
  • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
  • არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირების შემთხვევაში;
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში;
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს;
  • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.
საკარანტინო და საიზოლაციო ვადების ცვლილება ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციები. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები