რეგიონები, სადაც 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა
ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. მათ შორის, ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შესახებ, რეგიონების მიხედვით:
  • თბილისი - 2021წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 130 748 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 111 191. ზრდა - 17,6%.
  • გურია - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველად 27 604 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020-ის დეკემბერში - 22 006 პირი. ანუ, გაიზარდა 25,4%-ით.
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას 14 636 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 814 პირი. გაიზარდა 5,9%-ით.
  • კახეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 65 880 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში - 53 937. ზრდა - 22,1%.
  • იმერეთი - 2021 წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას იღებდა 83 563 ადამიანი, 2020 წლის დეკემბერში - 67 625, ანუ გაიზარდა 23,6%-ით.
  • მცხეთა-მთიანეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 18 763 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 15 987. ზრდა - 17,4%.
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 75 830 ადამიანი იღებდა, 2020 წლის დეკემბერში - 65 338 . გაიზარდა 16%-ით.
  • სამცხე-ჯავახეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 19 393 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის დეკემბერში - 13 613 . ზრდამ 42,4% შეადგინა.
  • ქვემო ქართლი - 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 77 681 ადამიანით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 60 496 -ით. ზრდა 28,4%.
  • შიდა ქართლი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველის სტატუსი 58 452 ადამიანს ჰქონდა, 2020 წლის დეკემბერში - 48 546 პირს. ზრდა – 20,4%.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2021 წლის დეკემბერში სოციალური დახმარების მიმღები 70 617 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში - 52 045. ანუ, გაიზარდა 35,7%-ით.
ცნობისთვის, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). დედაქალაქში შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია. მეორე ადგილზეა იმერეთი 13%-ით, ამ რეგიონში საარსებიო შემწეობას 83 563 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 12% იღებს, ჯამში - 77 681 ადამიანი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები