რუსთავში ავტოავარიას 3 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსთავში ავტოავარიას 3 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, 18 იანვარს, ღამით მოხდა.

„რუსთავის 2-ის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ტელეარხისვე ცნობით, მანქანაში 3 თვის ბავშვთან ერთად დედ-მამა და კიდევ ერთი მცირეწლოვანი იმყოფებოდა.

ექიმის თქმით, 3 თვის ბავშვის დედა მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მათთან ერთად მანქანაში მყოფი მეორე მცირეწლოვანი მრავლობითი დაზიანებებით თბილისშია გადმოყვანილი. ბავშვის მამის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„ამ ავარიის შედეგად შემოყვანილია 4 პაციენტი. თოთო ბავშვი გარდაცვლილი შემოიყვანეს, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გზაში გარდაიცვალა. მეორე მცირეწლოვანს, ხელის მოტეხილობასთან ერთად, სხვა ტრავმებიც აქვს.

რაც შეეხება ქალს, ტრავმულ შოკში იყო და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ახალგაზრდა კაცზე კი მიმდინარეობს დაკვირვება“,
— განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ექიმმა გიორგი მოდებაძემ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები