მარნეულის ტაძრებში ნათლისღების აღსანიშნავად ღვთისმსახურება ჩატარდა
19 იანვარს მართლადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე
დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღება ახალი აღქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო
დღესასწაულია.
სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო
ქრისტე მონათლა. წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმინდა მტრედის სახით
დაადგა თავზე და ამდროს გაისმა ხმა: ,,შენ ხარ ჩემი
საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე".
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღესთან
დაკავშირებით მარნეულის ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა
და წყალი იკურთხა.
გარეკანის ფოტო: მარიამ გიორგაძე