ნიკა გვარამიას შეფასებით, სახალხო დამცველის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენიც ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის.

„ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით. ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა სახალხო დამცველის დასკვნა. მოზომილი „ვორდინგით“ რომ არის ნათქვამი სრულიად გასაგებია, რადგან ვსაუბრობთ სახალხო დამცველზე და არა მხარეზე. მაგრამ დასკვნა არის ძალიან მძიმე - ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის და აზრი არ აქვს კონსილიუმის შესვლასაც კი, ვიდრე ცვლილებები არ იქნება. ბუნებრივია ეს არის ის, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ“, -
განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის მთავრობისადმი შეთავაზებას, რომ მზად არის მის ეპარქიაში ადგილი გამოყოს და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ, გვარამია ამბობს, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი არ არის.

„მისი კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა, არა მგონია, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი იყოს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალკვალიფიციური და კომპლექსური მკურნალობა, სამწუხაროდ, მეუფე ნიკოლოზი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს“,
- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები