ფრანგი მსახიობი, გასპარ ულიე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის
თხილამურებით სრიალისას დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში
გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ულიე საფრანგეთში თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად
ითვლებოდა. მას It's Only the End of the World-სა და A Very Long
Engagement-ში შესრულებული როლებისთვის საფრანგეთის სინემატოგრაფიის
ეროვნული ჯილდოები ჰქონდა მიღებული.
ის ასევე მონაწილეობას იღებდა მარველის სერიალ Moon Knight-ში,
რომელიც Disney+-ზე 2022 წლის მარტში გამოვა.
წყარო: tabula.ge