ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა. კერძოდ, გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს სხვადასხვა
ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის
ქვეყნებშია ექსპორტირებული.
ამასთან, უწყების ცნობით, ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ,
ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს
წლიურად თაფლის ექსპორტის ღირებულება 436%-ით, მოცულობა კი, 696%-ით
არის გაზრდილი.
ცნობისთვის, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი 2016
წლიდან არის ნებადართული.