რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 1
თებერვლიდან $251.4 შეამცირებს. ინფორმაციას რუსული გამოცემები
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ცნობით, იანვარში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ბაჟი იანვარში
280.8 დოლარი იყო, დეკემბერში - 276.7 დოლარი, ნოემბერში - 194.5
დოლარი, ოქტომბერში - 227.2 დოლარი, ხოლო სექტემბერში 169.9 დოლარი
იყო.
ახალი გადასახადი ერთ ტონა ზეთზე საინდიკაციო ფასიდან გამომდინარეობს,
რომელიც თებერვალში $1 359.2 იქნება (იანვარში - 1 401.2 დოლარი,
დეკემბერში - 1 395.4 დოლარი, ნოემბერში - 1 277.9 დოლარი, ოქტომბერში
- 1 324.7 დოლარი, სექტემბერში - 1 242.8 დოლარი იყო).
რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი 2021 წლის 1 სექტემბრიდან
დააწესა და ის 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ცნობისთვის: 2021 წლის 11 თვეში საქართველომ 44,8 მლნ დოლარის
ღირებულების 30,326.61 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. საერთო
მოცულობიდან რუსეთში შეძენილი 26 574,9 ტონა ზეთის ღირებულებამ 38.8
მლნ დოლარი შეადგინა.