ცერცვაძე: ომიკრონის ხშირი სიმპტომებია სურდო, ყელის ჩაკაწვრის გრძნობა, თავის ტკივილი
ომიკრონი უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე.

ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც დელტა და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში ომიკრონის დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც დელტას დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, ომიკრონი აქვს თუ დელტა.

რაც შეეხება იმას, რომ ომიკრონი მასიურად გავრცელდა და ამ შტამით ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან, ასე არაა - მთლად ყველას არ ემართება, ვისაც ბუსტერი გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც ომიკრონის თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, ბუსტერ დოზით.

წყარო: tabula.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია