ახალი ბინის შეძენის ორ მთავარ მიზეზს ოჯახისგან გამოყოფა (32%) და
გაფართოების საჭიროება (29%) წარმოადგენს, ხოლო ძველი ბინის ახლით
ჩანაცვლების სურვილი ბინის შეძენის მიზეზი გამოკითხულთა მეხუთედისთვის
ხდება (20%) - ახალი ბინის შესყიდვისას მყიდველთა ქცევის კვლევა
საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტმა“, კვლევით კომპანია "ანოვასთან"
თანამშრომლობით 2021 წლის ბოლოს ჩაატარა.
კვლევაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებებს უმეტესად მყიდველები მარტო
იღებენ, ყიდვის პროცესი კი საშუალოდ 1-3 თვემდე გრძელდება. ამ
პერიოდში მყიდველი ადგილზე მისვლით საშუალოდ 2-4 ბინას ნახულობს.
ხუთიდან 4 მყიდველი ბინის შეძენის გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებს
უთანხმებს: 47% -მეუღლეს, ოჯახის სხვა წევრს - 27%, მხოლოდ მე - 20%,
შვილ(ებ)ს -5%.
ამასთან, გამოკითხულთა 16%-მა 91 კვ/მ და მეტი ფართობის ბინა შეიძინა.
გამოკითხულთა მხოლოდ 25% ყიდულობს ბინას 51-60 კვადრატული
ფართობით.
კვლევიდან ირკვევა, რომ უმრავლესობამ შეიძინა ბინა, რომელსაც აქვს
აივანი/ვერანდა; შეძენილი ბინების ერთ მესამედს აქვს ცალკე
სამზარეულო.
ძირითადად, ბინის მყიდველები საცხოვრებელს ფასის, მშენებლობის
ხარისხისა და უბნის მიხედვით არჩევენ.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მყიდველები, რომელთაც საცხოვრებელი
ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსში შეიძინეს.
კვლევა თბილისის 4 უბანში (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ისანი,
ვაზისუბანი) და მასში 300-მდე ოჯახი მონაწილეობდა.