ფარმაცევტული კომპანიები ღარიბი ქვეყნებისთვის Merck-ის კოვიდაბებს იაფად დაამზადებენ
105 განვითარებადი და ღარიბი ქვეყნისთვის შედარებით ხელმისაწვდომ ფასად Merck-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბები დამზადდება. შესაბამისი ხელშეკრულება გაეროს მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ მედიკამენტების მწარმოებელ ოცამდე კომპანიასთან გაფორმდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აღნიშნული გარიგების მიხედვით წამლის მწარმოებელი კომპანიები დაამზადებენ როგორც ნედლ ინგრედიენტებს მედიკამენტ მოლნუპირავირისთვის, ასევე - თავად მზა მედიკამენტსაც. ცნობილია, რომ მოლნუპირავირი, რომელიც კომპანია Merck-მა შექმნა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს ამცირებს. ამასთან, ბოლო თვეებში პრეპარატის გამოყენების ნებართვა ბრიტანეთის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების მოქალაქეებს მიეცათ.

საწყის ეტაპზე წამლის მწარმოებელი კომპანიები 11 ქვეყანაში, მათ შორის: ბანგლადეშში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ვიეტნამში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში Merck-ის აბების წარმოებას სულ მალე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ანტივირუსულ აბს, რომელიც ადამიანებს შეუძლიათ, სიმპტომების შესამცირებლად და გამოჯანმრთელების დაჩქარების მიზნით მიიღონ, შესაძლებლობა აქვს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი შეამციროს და ამასთან, დაავადების მიმდინარეობა შეამსუბუქოს. ასევე, მინიმუმამდე დაიყვანოს კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებლები. ერთი სიტყვით, ღარიბ ქვეყნებს, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, ამით ეპიდემიის შეჩერებაში დაეხმარებიან.

წყარო: ბმ
Print