თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე შეხვედრა გამართა
პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა, რათა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები განეხილათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ,,ტვიტერზე" ავრცელებს.

განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ რუსეთის შეჭრა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

,,ბაიდენმა დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთს სწრაფ და მძიმე შედეგებს მოუტანს“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები