ავღანეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჰერათის მეთაურის, მალავი ანსარის ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. აფეთქების მიზეზი უცნობია.

ჯანდაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ფურგონში, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშნულებით გამოიყენებოდა და სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები