7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ
სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს,
12:00 საათზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ
დაესწრება.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7
ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“
შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად
ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც
ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი
სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო
მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი
უგულავა.