სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ქართული ენის შემსწავლელი წიგნის პრეზენტაცია მერიაში გაიმართა
21 იანვარს, მარნეულის მერიაში, წიგნის და რვეულის, „პირველკლასელთა აკადემია“ აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. ნამუშევარი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სახელმძღვანელო "ეტალონის" წამყვანის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა. როგორც ის, ჩვენთან საუბარში ამბობს, იდეა პანდემიის პერიოდში განჩნდა და თავდაპირველად ქართული ვერსია დაიბეჭდა

"მე პირადად შევეჩეხე პრობლემას. მეორე შვილიშვილი წავიდა პირველ კლასში და კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ისე ვერ აითვისა როგორც საჭირო იყო ქართული სახელმწიფო ანბანი. ღრმად ჩავუფიქრდით ამ ყვვლაფერს და აღმოჩნდა, რომ ძნელია , თუმცა შესაძლებელია ბავშვის მომზადება ნებისმიერმა ოჯახმა შეძლოს მიუხედავად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ა.შ. ეს წიგნი გასულ წელს გავაკეთეთ. პირველად შევარჩიეთ 18 მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით"

ტყეშელაშვილი ამბობს, რომ წიგნის მთავარი მიზანი ქართული ენის სწავლების სახალისო და ინოვაციური მეთოდებია. სახელმძღვანელოს აზერბაინულ ვერისაზე მუშაობა მარნეულში, გადაბანში, დმანისსა და ბოლნისში სპეციალურად შექმნილმა ჯგუფებმა დაიწყეს. ადამიანებმა, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროსთან არიან დაკავშირებულები.

"დავინახეთ, რომ ძალიან დიდი ლტოლვაა არაქართულენოვანი მოსახლეობისა იმისკენ, რომ შეისწავლონ სახელმწიფო ენა. თუ ბავშვობიდან იქნება საშუალება იმისა, რომ სახელმწიფო ენა შეისწავლოს, იმთავითვე იქნება მზად, რომ იყოს სრულფასოვანი მოქალაქე. დავიწყეთ მუშოაბა დმანისთან, მარნეულთან , ბოლნისთან და გარდაბანთან ერთად. შეიქმნა ჯგუფები ადამიანებისა, ვინც დაკავშირებულია მაგალითად სკოლებთან. ადაპტირება მოხდა ამ წიგნის, რომელიც უკვე გამოსაცემად მზადდება. ძალიან კარგი გამოვიდა და იწყება მუშაობა, რომ გაკეთდეს ორენოვანი ქართულ-აზერბაიჯანული წიგნი - სასკოლო მზაობის დიდებული საოჯახო წიგნი და რვეული"

პროექტ "ეტალონის" ავტორის თქმით, წიგნისთვის უკვე მომზადდა აზერბაიჯანული ტექსტები, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიბეჭდება. გოჩა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ წიგნებს ადგილობრივი თვითმმართველობები თავად შეიძენენ და ადგილობრივებს გადასცემენ. ფიქრობს, რომ ამით ისინი ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს.

"ამ წიგნს ძალიან დიდი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ ოჯახს გადაეცემა. ბაღების ჩართულობა საჭიროა იმიტომ, რომ ბაღები იქნება გარკვეულად გზამკვლევი. გარდამტეხი მომენტი დგება იმისა, რომ სახელმწიფო ენა მარტივად შეისწავლოს თითოეულმა ოჯახმა. ეს წიგნი თუ კეთდება ორენოვანი, ბუნებრივია, მოცულობაშიც ორმაგდება და გვინდა, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო თანხაც ეფექტურად იქნეს გახარჯული და დარჩეს იგივე ღირებულება. მისი ღირებულებაა 25 ლარი და გვინდა, რომ ქართულ-აზერბაიჯანულმაც შეინარჩუნოს ეს ფასი, რათა თვითმმართველობებმა შეძლონ შეძენა და ოჯახებში დარიგება (სურვილის შემთხვევაში)"

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2021 წელს აღნიშნული წიგნი სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს გადასცა. ბოლნისის მერის გადაწყვეტილებით კი, მომავალ პირველკლასელებს „პირველკლასელთა აკადემიის“ ქართული და აზერბაიჯანული გამოცემები უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცემათ.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები