იტალიაში დაკარგული ქართველი ქალი იპოვეს
იტალიაში დაკარგული 27 წლის ქართველი ქალი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქ. რომში საქართველოს საკონსულო არის ხაზზე ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან და ისინი უდასტურებენ, რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია.

ქართველი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

27 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობს და მუშაობს. იტალიაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც დაკარგულის დედა ამბობდა, ახალგაზრდა ქალი სახლიდან შაბათს, 10 საათზე გავიდა, ძებნა კი საღამოს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც 16:00 საათის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა.

სამძებრო სამუშაოების გააქტიურების მოთხოვნით იტალიაში ქართველმა ემიგრანტებმა აქციებიც გამართეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია