სოფელ კალაურში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის სოფელ კალაურში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს – 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს.

​პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღო”,
– წერს შსს.

წყარო: პუბლიკა
Print