ვის
ვეხმარებით:
კოალიცია მუშაობს ეროვნული დონის 13 დიდ მედიაორგანიზაციასთან.
ეხმარება მათ კრიზისის დაძლევაში და მუშაობის გაგრძელებაში. Პირველი
პრიორიტეტი გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების გაწევაა, შემდეგ კი
რესურსები პროპორციულად ნაწილდება;
საგანგებო ფინანსური დახმარება უკვე მიიღო 64-მა რეგიონულმა
მედიასაშუალებამ;
ვეხმარებით ცალკეულ ჟურნალისტებს საჭიროების მიხედვით (სხვა ადგილას
საცხოვრებლად გადასვლა, დამცავი აღჭურვილობის მიღება).
ეროვნული დონის
პარტნიორები
Українська
правда
უკრაინაში პირველი ციფრული მედიაა. ის 2000 წელს დაარსა ჟურნალისტმა
გიორგი ღონღაძემ, რომელიც მთავრობისადმი შეუპოვარი კრიტიკით
გამოირჩეოდა და რომელიც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამაც დაადგინა,
უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.
„უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინმედიაა
და 2022 წლის იანვრის მონაცემით, თვეში 38-მილიონიანი აუდიტორია
ჰყავს. გამოცემა აერთიანებს ექვს მედიაპროექტს პოლიტიკაზე,
ეკონომიკაზე, ევროინტეგრაციაზე, ისტორიასა და ცხოვრების სტილზე.
ისტორიულად, რედაქცია ცნობილია უკრაინაში პოლიტიკური კორუფციის
გამოძიებით. 2021 წლიდან, „უკრაინსკა პრავდა“ აქტიურად აძლიერებს
ვიდეო-გამოძიებების მიმართულებას. გამოცემის გამოძიებების უმრავლესობა
უკრაინულ მედიასივრცეში ექსკლუზიურია.
Новое
время
(nv.ua) უკრაინის წამყვანი ციფრული მედიაა და დღეში მას მილიონ
მომხმარებელზე მეტი კითხულობს. გამოცემა აშუქებს უკრაინისა და
მსოფლიოს ამბებს სამ ენაზე (უკრაინულად, რუსულად და ინგლისურად).
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, “ნოვოე ვრემია” უცხოური
აუდიტორიისთვის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ხმა გახდა.
LIGA.net დაარსდა 2000 წელს. ის ერთ-ერთი წამყვანი ციფრული მედიაა და
აშუქებს ისეთ თემებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, პოლიტიკა, ეკონომიკა
და საზოგადოება. 2022 წლის იანვრის მონაცემით, გამოცემის ვებგვერდზე
თვეში 13 მილიონი ადამიანი შედის.
Ukrainer 2016
წელს დაარსებული პროექტია, რომელიც საზოგადოებას უკრაინას, მის ხალხს,
ხელოვნებას, ისტორიას აცნობს. „უკრაინერი“ კონტენტს 12 ენაზე ქმნის.
Ის ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა და ჰყავს მოხალისეების
რეკორდული რაოდენობა უკრაინასა და მსოფლიოში. „უკრაინერი“ ქვეყნის
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია და კულტურული ორგანიზაციაა. მისი
გუნდი ქმნის პატარა ვიდეორგოლებს, ვიდეობლოგებს, სტატიებს როგორც
უკრაინელი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის.
Слідство.Інфо
უკრაინის საგამოძიებო ჟურნალისტების სამი მთავარი გუნდიდან ერთ-ერთია.
ცნობილია უკრაინის მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ
გადაღებული ფილმებით. ომის დაწყების შემდეგ, გამოცემა აქვეყნებს
სასარგებლო ინფორმაციას ომში ჩართული რუსების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ტელევიზია (ცნობილი, როგორც
Hromadske) წამყვანი უკრაინული დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც
2013-2014 წლებში, მაიდანის დროს დაიბადა. იგი შექმნეს ჟურნალისტებმა,
რომლებსაც სურდათ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიასაშუალება მფლობელის
გარეშე. დღეისთვის, „ჰრომადსკეს“ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს მთელ
ქვეყანაში. გამოცემა აშუქებს აქტუალურ ახალ ამბებს უკრაინასა და
მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანისთვის.
“ჰრომადსკე” ცნობილია გამოძიებებით, ადამიანებზე ფოკუსირებული
რეპორტაჟებით, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გაშუქებით. ახლა,
რუსეთის სრულმასშტაბიანი და უპრეცედენტო ომისას, „ჰრომადსკე“ ერთ-ერთი
უმთავრესი ხმაა.
Дзеркало
тижня (Zerkalo Nedeli) დაფუძნდა 1994
წელს, როგორც „ხარისხიანი პრესა“. თავდაპირველად იბეჭდებოდა, თუმცა
მოგვიანებით ინტერნეტშიც დაიწყო მუშაობა. გამოცემა უკრაინაში ერთ-ერთი
ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი დამოუკიდებელი მედიაა. მისი
ჟურნალისტები და რედაქტორები მუშაობენ ცხელი წერტილებიდან, მათ შორის
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღეში 200-ზე მეტ ახალ
ამბავს და მინიმუმ 20 ანალიტიკურ მასალას ქმნიან უკრაინულ და რუსულ
ენებზე.
Бабель 2018 წელს
დაარსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური და სოციალური ონლაინმედიაა.
დაფუძნების დღიდან, გამოცემას მფლობელობის გამჭვირვალე პოლიტიკა აქვს.
საზოგადოდაა ცნობილი „ბაბელის“ სარედაქციო პოლიტიკაც, ხოლო მასობრივი
ინფორმაციის ინსტიტუტი მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო მედიასაშუალებად
მიიჩნევს. „ბაბელის“ რამდენიმე გამოცემამ მიიღო დამოუკიდებელი,
„პროფესიული ღირსების“ ჯილდო.
Детектор медіа,
უკრაინული „უოჩდოგი“ (ქართ. მოდარაჯე ძაღლი), ამავე სახელწოდების
არასამთავრობო ორგანიზაციის ონლაინგამოცემაა. „დეტექტორ მედიის“
მნიშვნელოვანი ამოცანაა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობის
ანალიზი, რათა მათ კონტენტის ხარისხი გაზარდონ და ხელი შეუწყონ
მედიაწიგნიერების გაუმჯობესებას მოსახლეობაში. „დეტექტორ მედიის“ სხვა
პრიორიტეტული სფეროებია: რეფორმები მედიაში, დამოუკიდებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა და გაძლიერება, მედიის დარგში
კორუფციის დასრულება, სახელმწიფოსა და მარეგულირებელი ორგანოების
საქმიანობის მონიტორინგი და მედიის ინფორმაციის პროპაგანდად ქცევის
წინააღმდეგ მუშაობა.
Bihus.Info
ანტიკორუფციული და საინფორმაციო პროექტების ჯგუფია. შეიქმნა 2013 წელს
გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის მიერ, დენის ბიჰუსის
ხელმძღვანელობით. „ბიჰუს ინფო“ ცნობილია თავდაცვის სფეროში არსებული
კორუფციის გამოძიებით, ე.წ. „მედვედჩუკის ჩანაწერებით“ და საჯარო
მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გაციფრულებაში შეტანილი
წვლილით.
Заборона
არის სტარტაპი, რომელიც საუკეთესო ხარისხის ღრმა რეპორტაჟებს
აქვეყნებს და ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს.
უკრაინულ ენაში „ზაბორონა“ ტაბუს ნიშნავს. „ზაბორონაში“ მიიჩნევენ,
რომ მნიშვნელოვანი ამბები ტაბუდადებული არ უნდა იყოს. პლატფორმა 2018
წელს ჩაუშვეს ჟურნალისტებმა კატერინა სერგაცკოვამ და რომან
სტეპანოვიჩმა. „ზაბორონა“ დამოუკიდებელი გამოცემაა აღმოსავლეთ ევროპის
პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ ტრენდებსა და კულტურაზე და
სთავაზობს მკითხველს ღრმა რეპორტაჟებსა და მიმდინარე მოვლენების ფართო
კონტექსტს.
The
Village Україна
სამოქალაქო ონლაინგამოცემაა - ყველაფერი კულტურულ და სოციალურ
ცხოვრებაზე, გართობაზე, მომსახურებასა და საჭმელზე კიევში. გამოცემის
მიზანია, შექმნას კონტენტი, რომელიც ქალაქში ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესებას დაეხმარება.
ინფორმაცია ომში განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია. რომ არა
ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, საზოგადოებას შესაძლოა, ომის
ბევრი ამბავი ვერ გაეგო, ან გაეგო წლების დაგვიანებით. ეს
საერთაშორისო კამპანია საშუალებას აძლევს უკრაინულ მედიას, იმუშაონ,
განაგრძონ ომის გაშუქება და მსოფლიოს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ.
ყველას შეუძლია გახდეს ამ კამპანიის მონაწილე. თითოეული, მსხვილი თუ
მცირე შენატანი მნიშვნელოვანია.
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანიის
შესახებ, ან პრობლემა შეგექმნათ გადარიცხვისას, მოგვწერეთ
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
http://batumelebi.tilda.ws/about?fbclid=IwAR3aSWYbq2YYuB4A5nRBz00hfxfW0c_kcupzvpiHklyw78N7HRDis9D2TbM