10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოთ, რომ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რაც ბევრ პრობლემას შეგიქმნით. მოერიდეთ ნივთის შეძენას, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. იზრდება მოწამვლის რისკი. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.

ტყუპები

შემოქმედი ტყუპებისთვის აქტიური და ნაყოფიერი დღეა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან ქმედებები არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანი შეიძლება კოლეგებისა და უფროსების დაუფარავი მტრობა და აგრესია გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

კირჩხიბი

დილიდან მძიმე და დატვირთული დღე გელით. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები დილას მოაგვაროთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ. მოერიდეთ მავნე საკვებს და ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ

ლომი

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენისთვის. შეიძლება ოჯახური საქმეების კეთება ან ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ქალწული

ამ დღეს ვიღაც საქმიანი წინადადებით მოგმართავთ, მაგრამ გირჩევთ დაუფიქრებლად არ დათანხმდეთ - სავარაუდოდ, თქვენს მოტყუებას ცდილობენ. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტი,რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოთ.

სასწორიი

შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - გადაღლილი და დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახერხებთ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და ეს ურთიერთობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.

მორიელი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ ეცადეთ გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. გირჩევთ მარილიან, ცხიმიან და ცხარე საკვებს მოერიდოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე უახლოეს დღეებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ძლიერი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. სიტუაციის გააზრებისა და ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება. მეგობრის რჩევა ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო პაემანს გპირდებათ. მოერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

თევზები

ზედმეტი თავდაჯერების გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. დროა, სტილის შეცვლაზე იფიქროთ და საღამოს სილამაზის სალონს ეწვიოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების გაკრიტიკებას და მათზე უფროსობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სრულიად მარტო დარჩეთ.


Print