აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის
კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი, უკრაინისთვის
ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა
მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას დააჩქარებს.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ს სენატმა
"ლენდ-ლიზის" პროგრამა დაამტკიცა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს,
უკრაინას იარაღი უფრო ეფექტიანად მიაწოდოს.
"ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან
შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად
მიეწოდებინა.