ბაიდენმა უკრაინის მხარდამჭერ ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი, უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას დააჩქარებს.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ს სენატმა "ლენდ-ლიზის" პროგრამა დაამტკიცა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უკრაინას იარაღი უფრო ეფექტიანად მიაწოდოს.

"ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა, მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.

წყარო: ბმ
Print