ნიშნავს, თუ არა ეს ივანიშვილის საბოტაჟს საქართველოს EU-ს წევრობაზე? - ევროპარლამენტარი
„ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას [ივანიშვილს] სურს ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის წევრობისთვის საბოტაჟი მოაწყოს?“, – ევროპარლამენტარი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიანე ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორისა და დამფუძნებლისთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდებას twitter-ზე გამოეხმაურა.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ირჩევს დემოკრატიას, მაგრამ უჭერს მხარს პუტინის ტიპის გზას, ბატონი ივანიშვილის მმართველობის ნებისიერ ფასად შენარჩუნებისთვის? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მას [ივანიშვილს] სურს ასეთი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის წევრობისთვის საბოტაჟი მოაწყოს?“, – წერს ის.

დღეს, 16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში და შეუფარდა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის სახით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ნიკა გვარამიას ბრალდება 2019 წლის 9 აგვისტოს, იმავე წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარედგინა.

ნიკა გვარამიას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაედო.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია