საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წელი პოზიტიურად დაიწყო. საქსტატის
მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის
საშუალო ზრდამ 14.4% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო
2019 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 11.9% შეადგინა.
მოცემული შედეგით კი საქართველო სამეზობლოში ზრდის ტემპით ლიდერია.
რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად, აზერბაიჯანის
ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. პანდემიამდელ პერიოდთან
შედარებით ზრდა 7.7%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთლიანი
შიდა პროდუქტის 54.1% აზერბაიჯანში უშუალოდ მრეწველობის დარგზე
მოდის.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ტენდეციის ხასიეთდება სომხეთის
ეკონომიკაც. უფრო კონკრეტულად, იანვარ-მარტში ქვეყნის ეკონომიკა
9.6%-ით გაიზარდა. პანდემიმადელ პერიოდთან შედარებით ზრდამ კი 7.4%
შეადგინა.
შესაბამისად გამოდის, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის
ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი სამეზობლოში საქართველოს აქვს. მსგავსი
დინამიკა ნარჩუნდება პანდემიმდელ პერიოდთან შედარებით არსებული
სტატისტიკების შემთხვევაშიც.