პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფი ტემპით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წელი პოზიტიურად დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 14.4% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო 2019 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 11.9% შეადგინა. მოცემული შედეგით კი საქართველო სამეზობლოში ზრდის ტემპით ლიდერია.

რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად, აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 7.7%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 54.1% აზერბაიჯანში უშუალოდ მრეწველობის დარგზე მოდის.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ტენდეციის ხასიეთდება სომხეთის ეკონომიკაც. უფრო კონკრეტულად, იანვარ-მარტში ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა. პანდემიმადელ პერიოდთან შედარებით ზრდამ კი 7.4% შეადგინა.

შესაბამისად გამოდის, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი სამეზობლოში საქართველოს აქვს. მსგავსი დინამიკა ნარჩუნდება პანდემიმდელ პერიოდთან შედარებით არსებული სტატისტიკების შემთხვევაშიც.

წყარო: BPN
Print