საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში
6,270 მლნ აშშ დოლარის (2,293 ტონა) ე.წ s econd hand-ის იმპორტი
განხორციელდა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი-მარტი)
საქართველომ 3,907 მლნ აშშ დოლარის (1,716 ტონა ) მეორადი ტანსაცმელი
შეიძინა, 2020 წლის 3 თვეში - 4,825 მლნ აშშ დოლარის (1,655 ტონა),
2019 წელს (იანვარ-მარტში) - 5,034მლნ აშშ დოლარის (1,450ტონა), 2018
წლის 3 თვეში - 5,249 მლნ აშშ დოლარის (1,679 ტონა), 2017 წლის
ანალოგიურ პერიოდში - 4,720 მლნ აშშ დოლარის (1,663 ტონა), 2016 წლის
იანვარ-მარტში - 3,515 მლნ აშშ დოლარის (1,040 ტონა), 2015 წლის 3
თვეში კი - 4,821 მლნ აშშ დოლარის (1,364ტონა).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ მეორად
ტანსაცმელს.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-მარტში
მეორადების იმპორტი განახორციელა:
- თურქეთი - 798.9 ტონა (2,161 მლნ აშშ
დოლარი)
- პაკისტანი - 425.3 ტონა (474.9 ათასი აშშ
დოლარი)
- გაერთიანებული სამეფო - 242.6 ტონა (558.8 ათასი აშშ
დოლარი)
- ბელგია - 140.3 ტონა (324.1 ათასი აშშ
დოლარი)
- ნიდერლანდები - 109.9 ტონა (352 ათასი აშშ
დოლარი)