ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print