ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე - ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.

კითხვაზე, როგორია მისი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, ბორელმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა.

„წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“,
– განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია