საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაეზარდა - რომელი ქვეყნის ვიზიტორები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას
2022 წლის აპროლში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაეზარდა. კერძოდ, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს აპრილში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 188,6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 49,9 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.

რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 36,5 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა - ბელარუსი 28,1 მლნ დოლარი, სამეულს ასრულებს ისრაელი - 20,9 მლნ დოლარი.

დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 20,8 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 19,5 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 15 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 7,3 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 6,3 მლნ დოლარი
  • ირანი - 5,3 მლნ დოლარი
  • საუდის არაბეთი - 0,8 მლნ დოლარი
დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული მოგზაურებიდან კი ქვეყანამ 28,3 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება 2022 წლის მარტის სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაშინ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 174,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები