3 თვეში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 5 მლრდ მ3 გაზი გავიდა - BP
I კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 5 მილიარდზე მეტი კუბური მეტრი გაზი გავიდა. ნავთობკომპანია BP კვარტალურ ანგარიშში წერს, რომ მილსადენის ყოველდღიური დატვირთვა დღეში საშუალოდ 56.2 მლნ კუბური მეტრი იყო.

იანვარ-მარტში მილსადენის საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 14 მილიონ დოლარი იყო, კაპიტალური ხარჯი კი 300 000 დოლარს შეადგენდა.

2021 წელს ამ გაზსადენით 17.7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა.

SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო. ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

ცნობისთვის, SCP Co-ს აქციონერები არიან: BP (29.9%), LUKOIL (19.9%), TPAO (19.0%), AzSCP (14.35%), NICO (10.0%) და SGC Midstream (6.67%).

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები