ხანძარს ლაგოდეხში ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
გარდაცვლილი 70 წლის ქალია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
წყარო: tv4.ge