აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 9 600 ლარია, 2020 წელთან შედარებით 119%-ით გაიზარდა
2022 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს მიერ გავრცელებულ კვლევაშია აღნიშნული.

„2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 119%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა,“- ნათქვამია კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები