2022 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ
ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3%-ით, ხოლო 2020
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი. ამის
შესახებ PMCG-ს მიერ გავრცელებულ კვლევაშია აღნიშნული.
„2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ
0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 22.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტით
შემცირებული მაჩვენებელია.
2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2
400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი
მაჩვენებელია.
2021 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9
600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 11%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
119%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა,“-
ნათქვამია კვლევაში.