რატომ გაიზარდა საქართველოდან ცოცხალი ფრინველის ექსპორტი
2022 წლის 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ცოცხალი ფრინველის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 568.8 ათასი აშშ დოლარის ფრინველი გავიდა, წელს 4 თვეში ექსპორტმა - 1,670 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს ცოცხალი ფრინველი ყველაზე დიდი რაოდენობით აზერბაიჯანში (1,118 მლნ აშშ დოლარი) გავიდა. გარდა ამისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთსა (535.1 ათასი აშშ დოლარი) და რუსეთში (16 800 აშშ დოლარი).

როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი ქვეყანაში ამოქმედებული ახალი ინკუბატორია, სადაც ფრინველის გამოჩეკვა და შემდეგ უკვე ცოცხალი ფრთის ექსპორტი ხდება.

„ეს ფაქტი აიხსნება კონკრეტულად ჩემით. მე პირადად, ჩემ თურქ პარტნიორებთან ერთად საგარეჯოში გავაკეთე ძალიან დიდი ინკუბატორი. ამ ეტაპზე შემოგვაქვს (და მერე ადგილობრივ წარმოებას გავაკეთებთ, აუცილებლად), საინკუბაციო კვერცხი, რომლის გამოჩეკვას ვახდენთ საგარეჯოში და უკვე მილიონ ფრთაზე მეტის ექსპორტი განვახორციელეთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ანუ ამ მიმართულების განვითარებას ვგეგმავთ“,- აღნიშნა ზურა უჩუმბეგაშვილმა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები