რამდენი გვირაბი და ხიდი აშენდა რიკოთზე? - მინისტრი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთის ახალი საუღელტეხილო გზის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება. ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, რიკოთის საუღელტეხილო გზის ისტორიული პროექტი როგორც შინაარსით, ისე საინჟინრო გადაწყვეტებით გამორჩეულია. მინისტრის განცხადებით, 52 კმ გზაზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები პარალელურად 88 ხიდზე და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან, დასრულებულია და მოძრაობა გახსნილია 6 ხიდზე, ხოლო 24 ხიდი აშენებულია. მოძრაობა გახსნილია 3 დასრულებულ გვირაბზეც, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია.

"რიკოთის პირველი 2 კმ-იანი მონაკვეთი 2021 წელს გავხსენით და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი. რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპნის მონაკვეთები“,
- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები