პოლონეთში 26 წლის ქართველი ქალი მოკლეს
პოლონეთში, ქალაქ ლოძში 26 წლის ქართველი ქალი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ასევე ქართველმა ქმარმა მიაყენა.

პოლონური მედია წერს, რომ 42 წლის კაცმა სასიკვილო ჭრილობები ჯერ თავის ცოლს მიაყენა, შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა და საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ქალის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოყვანა მოახერხეს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისითვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და გარდაიცვალა. კაცი კი ამ დროისთვის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით კლინიკაშია მოთავსებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები