დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმა.

ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციამ მიაწოდა უცვლელად გთავაზობთ:

  • 11:00 საათი - რუსთაველის გამზირზე და 16 ქალაქში საგამოფენო სივრცეები გაიხსნება;
  • 12:00 საათი - ფიცის დადება - თავისუფლების მოედანი;
  • 20:30 საათი - კონცერტი რესპუბლიკის მოედნზე;

ასევე იგეგმება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; ისტორიული გამოფენები; ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეების მოწყობა და სპორტული აქტივობები.

ამას გარდა, მოეწყობა კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და გამოფენა-გაყიდვები. ამასთან, სხვადასხვა სამინისტროები განლაგდებიან რეგიონებში: რუსთავში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, ბათუმში, ამბროლაურში, მესტიასა და ჭიათურაში.

ფიცის დადების ცერემონიალი 5 რეგიონიდან იქნება: კახეთი - სოფელი მატაანი; ფოთი - პორტი; ხევსურეთი - გუდანის ჯვარი; დმანისი; გურია - შემოქმედი.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში აღიდგინა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია