ბოლნისში ესეების კონკურსი „ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივია“ გაიმართა (ფოტო)
25 მაისს, ბლნისში, „კავკასიური სამართლის და ინტეგრაციის ცენტრში“ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი „ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივია“ გაიმართა. კონკურსში ბოლნისის სკოლების 30-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მათ ესეები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე წარადგინეს.

„კავკასიური სამართლის და ინტეგრაციის ცენტრის“ დირექტორი რეზო ჰასანოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

„კონკურსში 30-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. კონკურსი მეცხრედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. მათ ქართულ და აზერბიაჯნულ ენაზე წარადგინეს ნამუშევრები. კონკურსი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი 3 ადგილის მფლობელებს ფულადი ჯილდი და მადლობის სიგელები გადავეცით. სხვა მონაწილეებს კი სიგელები მივეცით. კონკურსის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსწავლეების ცოდნის ამაღლება, დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გაგებაა. მიზანი ასევე იყო მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია თუ რას აძლევს მათ დამოუკიდებლობა“, - აცხადებს რეზო ჰასანოვი

ღონისძიებას ესწრებოდნენ „კავკასიური სამართლის და ინტეგრაციის ცენტრის“ დამფუძნებლები, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები. ასანოვის თქმით, კონკურსს სხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანოსაგან მხარდაჭერა არ ჰქონია.

„ასეთი კონკურსების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ახალგაზრდებს და მოსწავლეებს შორის დიდ მოტივაციას ქმნის, იმიტომ, რომ ეს მათ განათლებაში, მომავალ ცხოვრებაში დიდ პრაქტიკას შექმნის“, - თქვა რეზო ჰასანოვმა

„ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივია“ ესეების კონკურსში ექვსმა მოსწავლემ გაიმარჯვა. მათ ფულაი ჯილდო გადასცეს.

აზერბაიჯანულ ენაზე ესეების კონკურსის გამარჯვებულები:
  1. რასულ ბაირამოვი - სოფელი ქვემო ბოლნისი (კაპანახჩი)
  2. ალინა ახმედოვა - სოფელი გეტა (გულავერი)
  3. რუჰია ნაბიევა - სოფელი ჯავშანიანი (დელლერი)
ქართულ ენაზე ესეების კონკურისის გამარჯვებულები:
  1. ანა ბეჟანიშვილი - ბოლნისი
  2. აისელ გრბანოვა - სოფელი ნახიდური (არახლო)
  3. მარიამ ღუღუნიშვილი - ბოლნისი
აღსანშნავია რომ „კავკასიური სამართლის და ინტეგრაციის ცენტრი“ 2021 წლის 10 სექტემბერს ბოლნისში დაფუძნდა და 8 ნოემბრიდან ოფიციალურად მუშაობს. ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი რეგიონში განათლების ხელშეწყობა და მოსახლეობისათვის იურიდიული დახმარების გაწევაა. ამის გარდა, ცეტრის ერთ-ერთი მიზანი ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანლებისთვის სახელმიწო ენის შესწავლაა, მოსალეობის ინტეგრაციის ხელშეწყობაა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google