მედია - ავღანეთში მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

„სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი „ტვიტერზე“.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print