სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტზე დატოვა
2022 წლის 22 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11.0 პროცენტს შეადგენს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი მარტში გაიზარდა, რითაც განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება დამოკიდებულია, მათ შორის, ქვეყანაში ინფლაციის დონეზე.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები