დიდ მუღანლოში სარწყავი ტუმბოს ტრანსფორმატორის შესაძენად მერიამ 35 539 ლარის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ დიდ მუღანლოში სარწყავი ტუმბოს ელექტრომომარაგების მიზნით ტრანსფორმატორის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა განაცხადა, რომ მერიამ დიდ მუღანლოში არსებული ტუმბო მუნიციპალური კომპანიის ბალანსზე უკვე გადაიყვანა, მაგრამ მისი შეკეთება იყო საჭირო რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ დიდი მუღანლოს სარწყავი ტუმბოს ელექტრომომარაგების მიზნით ტრანსფორმატორის შესყიდვისა და ძველი ტრანსფორმატორის დემონტაჟისა და ახალი ტრანფორმატორის მონტაჟის მომსახურების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 35 539 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 2 ივლისიდან 4 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები