მარნეულის მერიის ინფრმაციით, ბინიდან სადაც ტრაგედია მოხდა, მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულა
26 ივნის მარნეულში კორპუსის ორი აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა. მარნეულის მერია, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, დღეს დილით, 27 ივნის გაავრცელა ინფორმაცია. რომ კორპუსიდან ევაუირებულია მოსახლების ნაწილი.

„მოგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში, რასაც ფინანსურად უზრუნველყობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა“
- წერია მერიის განცხადებაში

ამ დროისთვის უცნობია, ხუთსართულიანი კორპუსის ორი აივნის ნგრევის მიზეზები. შედეგად გარდაიცვალა 40 წლის ქალი, 27 წლის ორსული ქალი. მისი მცირეწლოვანი ერთი შვილის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი ბავშვი რომელიც ნგრევის შედეგად მიიღო მრავლობითი მოტეხილობები შედარებით მსუბუქ მდგომარეობაშია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები