6 თვეში საბაჟოზე 6.4 მლნ ლიტრი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის შემთხვევა გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,წითელი ხიდი“ და ,, ლაგოდეხი" აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, 6 443 970 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

უწყების ცნობით, აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს სატვირთო ავტომობილების მფლობელებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან"
-ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები